Earnings Per Share (EPS)

Earnings Per Share (EPS) – შემოსავალი ერთ აქციაზე – ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც ასახავს, როგორია კომპანიის
ჯამური მოგება ერთეულ გამოშვებულ აქციაზე გაანგარიშებით. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

შემოსავალი ერთ აქციაზე=(წმინდა მოგება–პრივილეგირებული აქციის დივიდენდი)/ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა პერიოდის ბოლოს

არსებობს კოეფიციენტის გამოთვლის მეორე მეთოდიც, რომლის მიხედვითაც, წმინდა მოგებისა და პრივილეგირებული აქციის
დივიდენდის სხვაობა იყოფა არა ჩვეულებრივი აქციების იმ რაოდენობაზე, რომელიც პერიოდის ბოლოს ცირკულირებს, არამედ პერიოდის საშუალო რაოდენობაზე:

შემოსავალი ერთ აქციაზე=(წმინდა მოგება–პრივილეგირებული აქციის დივიდენდი)/ჩვეულებრივი აქციების საშუალო რაოდენობა

კოეფიციენტი გამოიყენება ორგანიზაციის კორპორატიული ღირებულების შესაფასებლად – რაც უფრო მეტია შემოსავალი ერთ
აქციაზე, მით უფრო მომგებიანი და ღირებულია ორგანიზაცია, შესაბამისად, მისი აქციების ფლობაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *