Equity

Equity – აქციონერთა კაპიტალი – უკუგება, რომელიც დაუბრუნდება ინვესტორებს, თუ კომპანიის ყველა აქტივი გაიყიდება და ყველა ვალდებულება დაიფარება. იგი წარმოდგენილია საბალანსო უწყისში და გამოითვლება კომპანიის მთლიანი აქტივებისთვის მისი მთლიანი ვალდებულებების გამოკლებით. თუმცა საჯარო კომპანიებისთვის კაპიტალის საბალანსო ღირებულება შეიძლება განსხვავდებოდეს საბაზროსგან, რომელიც, თავის მხრივ, განისაზღვრება აქციის ფასით. აქციონერთა კაპიტალი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. დადებითი კაპიტალი იმის მანიშნებელია, რომ კომპანიის აქტივები საკმარისია ვალდებულებების დასაფარად. ხოლო თუ კაპიტალი უარყოფითია, მაშინ კომპანიის ვალდებულებები აღემატება მის აქტივებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *