Eurobond

Eurobond – ევრობონდი – ობლიგაცია, რომელიც დენომინირებულია ობლიგაციის ემიტენტის ქვეყნის ეროვნული ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში და გამოშვებულია ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, ქართული კომპანიის მიერ გამოშვებული ობლიგაცია, რომელიც დენომინირებულია თურქულ ლირაში ან ამერიკულ დოლარში, ევრობონდად ჩაითვლება. ევრობონდი კაპიტალის მოძიების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან გამომშვებს საშუალებას აძლევს, მოიპოვოს დაფინანსება არალოკალურ ვალუტაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *