Financial Markets
Financial Markets – ფინანსური ბაზრები – ყველა ისეთი ბაზარი, სადაც ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა მიმდინარეობს, მაგალითად, საფონდო, დერივატივების, ობლიგაციების, ვალუტის და სხვა ბაზრები. ფინანსური ბაზრები იყოფა ორ ძირითად კატეგორიად: პირველად და მეორეულ ბაზრებად. პირველად ბაზრებზე მიმდინარეობს ახლადგამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა, ხოლო მეორეულ ბაზრებზე − მათი შემდგომი გადაყიდვა.