Fixed Exchange Rate
Fixed Exchange Rate – ფიქსირებული გაცვლითი კურსი – სავალუტო რეჟიმი, როდესაც ქვეყნის მთავრობა გაცვლით კურსს აფიქსირებს რომელიმე სხვა ვალუტის (ძირითადად, აშშ დოლარის) მიმართ და სავალუტო რეზერვების გამოყენებით ცდილობს, შეინარჩუნოს აღნიშნული კურსი. აღნიშნული სავალუტო რეჟიმი საქართველოში 1995-დან 1997 წლამდე მოქმედებდა და ითვლება, რომ იგი მოკლევადიან სტაბილურობას უწყობს ხელს, თუმცა უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე.