Fixed Income Securities

Fixed Income Securities – ფიქსირებული შემოსავლის ფასიანი ქაღალდი – ფინანსური აქტივი, რომელიც ამ აქტივის მფლობელს ანიჭებს უფლებას, გარკვეული პერიოდულობით მიიღოს აქტივის ნომინალური ღირებულებიდან გაანგარიშებული ფიქსირებული შემოსავალი. ფიქსირებული შემოსავლის ფასიანი ქაღალდის მაგალითია კუპონური ობლიგაცია, რომელიც, წინასწარგანსაზღვრული პერიოდულობით, ინვესტორს უხდის ფიქსირებულ თანხას – კუპონს. მაგალითად, თუ სახაზინო ობლიგაცია 6 თვეში ერთხელ იხდის 40 ლარის ღირებულების კუპონს, აღნიშნული სახაზინო ობლიგაცია ფიქსირებული შემოსავლის ფასიან ქაღალდად ჩაითვლება, ვინაიდან ყოველ 6 თვეში გადახდილი 40 ლარი ფიქსირებული შემოსავალია ობლიგაციის მფლობელისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *