Goodwill Impairment
Goodwill Impairment – გუდვილის გაუფასურება – სააღრიცხვო ხარჯი, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც
გუდვილის რეალური ღირებულება ნაკლებია მის საბალანსო ღირებულებაზე. თავის მხრივ, გუდვილი წარმოადენს არამატერიალურ აქტივს, რომელიც წარმოიქმნება ერთი კომპანიის მიერ მეორის შეძენის დროს. იგი წარმოადგენს სხვაობას შესყიდვის ფასსა და შესყიდული აქტივებისა და ვალდებულებების წმინდა საბაზრო ღირებულებას შორის. აქტივთან ასოცირებული გუდვილის გაუფასურება ხდება მაშინ, როდესაც შეძენილი აქტივი გამოიმუშავებს ნაკლებ ეკონომიკურ სარგებელს წინა პერიოდებთან ან თავდაპირველ მოლოდინებთან შედარებით. გუდვილის გაუფასურება საწარმოებისთვის გვიჩვენებს, რომ
აქტივის რეალური ღირებულება შემცირდა იმ თანხასთან შედარებით, რომელიც კომპანიამ თავდაპირველად გადაიხადა მასში.