Goodwill

Goodwill – გუდვილი – არამატერიალური აქტივი, რომელიც წარმოიქმნება ერთი კომპანიის მიერ მეორის შეძენის დროს და წარმოადგენს სხვაობას შესყიდვის ფასსა და შესყიდული იდენტიფიცირებადი აქტივებისა და აღებული ვალდებულებების წმინდა საბაზრო ღირებულებას შორის. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

გუდვილი=შესყიდვის ფასი–(აქტივების საბაზრო ღირებულება–ვალდებულებების საბაზრო ღირებულება)

იმ შემთხვევაში, თუ გუდვილის რეალური ღირებულება ნაკლებია მის საბალანსო ღირებულებაზე, გუდვილი უფასურდება და
სხვაობა საბალანსო ღირებულებასა და რეალურ ღირებულებას შორის ხარჯად უნდა აღიარდეს. გუდვილის სასარგებლო მომსახურების ვადა განუსაზღვრელია, აქედან გამომდინარე, ძირითადად, აღრიცხვის სტანდარტები არ იძლევა გუდვილის
ამორტიზაციის უფლებას. თუმცა 2014 წლიდან ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების საბჭომ (FASB) კერძო კომპანიებს მისცა
გუდვილის ამორტიზაციის უფლება, ოღონდ იმ დათქმით, რომ ამორტიზაციის პერიოდი 10 წელზე მეტი არ იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *