Gross Domestic Product (GDP)

Gross Domestic Product (GDP) – მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) – კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში წარმოებული
საბოლოო პროდუქტებისა და სერვისების ჯამური საბაზრო ღირებულება. არსებობს ორი ტიპის მშპ: ნომინალური და რეალური. ნომინალური მშპ გამოითვლება კონკრეტული პერიოდის წარმოების ამავე პერიოდის ფასებზე გამრავლებით. იმის გამო, რომ ეკონომიკაში მუდმივად იცვლება ფასები, ნომინალური მშპ მხოლოდ კონკრეტული პერიოდისთვის რელევანტურ მაჩვენებელს წარმოადგენს და რთულია ამ მაჩვენებლით რამდენიმე პერიოდის შედარებისას ეკონომიკის გამოსავლიანობის ზრდა/კლების შეფასება. რეალური მშპ-ის გამოთვლისას ითვალისწინებენ ფასების მუდმივ ცვალებადობას. ამ შემთხვევაში ხდება რომელიმე წინა პერიოდის ფასის დაფიქსირება ან რამდენიმე პერიოდიდან შეწონილი ფასის აღება, რაც უფრო რეალურ სურათს აჩვენებს ეკონომიკის ზრდა/კლების შეფასების თვალსაზრისით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *