Interest Coverage Ratio

Interest Coverage Ratio − ვალის ჯერადობის კოეფიციენტი – ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად აქვს
კომპანიას უნარი, გადაიხადოს აღებულ სესხზე დარიცხული საპროცენტო ხარჯი. ვალის ჯერადობის კოეფიციენტი გამოითვლება
კომპანიის საოპერაციო მოგების (EBIT) შეფარდებით პერიოდის საპროცენტო ხარჯთან. რაც უფრო მაღალია მოცემული კოეფიციენტი,
მით ნაკლებია რისკი, რომ კომპანიას სესხის დროულად დაფარვასთან დაკავშირებით დაბრკოლებები შეექმნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *