Interest Rate

Interest Rate − საპროცენტო განაკვეთი – 1) სესხის ფასი, რომელსაც მსესხებელი უხდის კრედიტორს სესხის ძირი თანხიდან გაანგარიშებით. მაგალითად, თუ კომპანიამ ერთი წლის ვადით ბანკისგან ისესხა 100 000 ლარი და ბანკი მისგან, ძირი თანხის გარდა, 10 000 ლარის გადახდასაც ითხოვს, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული 10 000 ლარი არის პროცენტის თანხა, ხოლო სესხის საპროცენტო განაკვეთი იქნება 10 000/100 000=10%.

2) განთავსებულ დეპოზიტებზე მიღებული სარგებელი, რომელსაც ფინანსური ინსტიტუტი უხდის მეანაბრეს დეპოზიტის თანხიდან
გაანგარიშებით. მაგალითად, თუ ბანკი მომხმარებლებს ერთწლიან დეპოზიტზე სთავაზობს 9%-ს, ეს ნიშნავს, რომ დეპოზიტზე განთავსებულ თანხას, სარგებლის სახით, დაერიცხება 9% – თუ 1 000 ლარს განვათავსებდით ამ დეპოზიტზე, წლის ბოლოს, 1 000 ლართან ერთად, საპროცენტო სარგებლის სახით 90 ლარსაც მივიღებდით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *