Internal Rate of Return
Internal Rate of Return − უკუგების შიდა განაკვეთი – ფინანსური საზომი, რომელიც გვიჩვენებს, როგორი განაკვეთით უნდა მოხდეს ინვესტიციასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების დისკონტირება, რომ მათი წმინდა დღევანდელი ღირებულება (NPV) იყოს ნულის ტოლი. უკუგების შიდა განაკვეთი გამოიყენება პოტენციური ინვესტიციის მომგებიანობის შესაფასებლად.