Inventory Turnover
Inventory Turnover − მარაგების ბრუნვის კოეფიციენტი – ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიანიშნებს, საშუალოდ, რამდენჯერ ახერხებს კომპანია მარაგების ამოყიდვას კონკრეტული პერიოდის განმავლობაში. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
მარაგების ბრუნვის კოეფიციენტი=რეალიზებული საქონლის თვითღირებულება/მარაგების საშუალო ღირებულება
არსებობს კოეფიციენტის გამოთვლის სხვა მეთოდიც, რომლის მიხედვითაც, მარაგების საშუალო ღირებულებაზე იყოფა არა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, არამედ წმინდა გაყიდვები:
მარაგების ბრუნვის კოეფიციენტი=წმინდა გაყიდვები/მარაგების საშუალო ღირებულება
კოეფიციენტი გამოიყენება გაყიდვების/მარაგების მართვის ეფექტიანობის შესაფასებლად. მაგალითად, თუ ორგანიზაციის მარაგების ბრუნვის კოეფიციენტი არის დარგის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ (1) კომპანია სწრაფად და უპრობლემოდ ახერხებს პროდუქტის რეალიზებას, (2) კომპანია ეფექტიანად მართავს მარაგებს და ზოგავს შენახვის ხარჯებს ან (3) კომპანია განზრახ ინახავს საკმარისზე მცირე ოდენობით მარაგებს.