Investment Bank

Investment Bank − საინვესტიციო ბანკი – შუამავალი ფინანსური ორგანიზაცია კომპანიებსა და ფინანსურ ბაზრებს შორის. საინვესტიციო ბანკი დაინტერესებულ კომპანიებს ეხმარება სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში, მაგალითად, კორპორატიული კლიენტების შერწყმაში/შეერთებაში, IPO-ზე გასვლაში, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მოზიდვაში, ფინანსური სახსრების მოსაზიდად აქციების ან ობლიგაციების გამოშვებაში და სხვა. საინვესტიციო ბანკი შეიძლება გასწევდეს საკონსულტაციო მომსახურებასაც ამა თუ იმ ბიზნესგადაწყვეტილების ან პროექტის შესაფასებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *