Lender of Last Resort
Lender of Last Resort − ბოლო ინსტანციის კრედიტორი – საჯარო ინსტიტუტი, რომელიც კომერციულ ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, ფინანსური სიძნელეებისა და გაკოტრების მაღალი ალბათობის არსებობისას, სესხს აძლევს. შედეგად, მათ იხსნის გაკოტრებისაგან, ხოლო ეკონომიკას – კრიზისში ჩაძირვისაგან. როგორც წესი, ბოლო ინსტანციის კრედიტორი ქვეყნის ცენტრალური ბანკია (საქართველოს შემთხვევაში – საქართველოს ეროვნული ბანკი).