Liquidity Premium

Liquidity Premium − ლიკვიდურობის პრემია – ნებისმიერი სახის დამატებითი კომპენსაცია, რომელსაც ინვესტორები არალიკვიდური ფინანსური ქაღალდების ფლობისთვის ითხოვენ. რადგან არალიკვიდური აქტივების მარტივად ან/და სწრაფად განაღდება შესაძლებელი არ არის, მათი ფლობა პოტენციური ინვესტორებისთვის წარმოადგენს დამატებით რისკს, რომელიც უნდა ანაზღაურდეს ლიკვიდურობის პრემიით. როგორც წესი, პრემია ზრდის აქტივის ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს, შესაბამისად, მის უკუგებასაც. ლიკვიდურობის პრემიის გამო, არალიკვიდური ფასიანი ქაღალდის ნომინალური უკუგება უფრო მაღალი იქნება, ვიდრე იმავე რისკის მატარებელი ლიკვიდური აქტივისა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *