Long Position

Long Position − გრძელი პოზიცია – სიტუაცია, როდესაც ინვესტორი ფინანსურ აქტივს ყიდულობს მოლოდინით, რომ ამ აქტივის ფასი გაიზრდება გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგალითად, თუ ინვესტორი ყიდულობს აქციებს, იგი მოელის ამ აქციების ფასის ზრდას, აქედან გამომდინარე, გრძელ პოზიციას იკავებს. გრძელი პოზიცია გვხვდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ინვესტორს აქვს ფასიანი ქაღალდები და არ ყიდის, სანამ ფასი არ გაიზრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *