Overvalued
Overvalued − ზედმეტად შეფასებული – ფასიანი ქაღალდი, ფინანსური აქტივი ან/და კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც მეტია მის ობიექტურ ღირებულებაზე. მაშასადამე, ინვესტორების აზრით, ბაზარზე ფასიანი ქაღალდი ივაჭრება უფრო ძვირად მის პოტენციურ სარგებელთან შედარებით და მოსალოდნელია, რომ მომავალში ამ აქტივის ფასი შემცირდება.