Preferred Stock
Preferred Stock − პრივილეგირებული აქცია – აქციის ტიპი, რომლის მფლობელი, კომპანიის ლიკვიდაციის დროს, კუთვნილი თანხისა და დივიდენდის მიღებისას, ჩვეულებრივი აქციის მფლობელთან შედარებით, რიგობითი უპირატესობით სარგებლობს. პრივილეგირებული აქციის მფლობელები დივიდენდების სახით ფიქსირებული რაოდენობის თანხას იღებენ და არ აქვთ ხმის მიცემისა და კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება, თუ აქციების გამოშვებისას სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული.