Pump and Dump

Pump and Dump − ცრუპროგნოზირება – თაღლითური სქემა, რომლის ფარგლებშიც ცრუ განცხადებებით განგებ იქმნება არასწორი მოლოდინები აქციის ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტის (ხშირად კრიპტოვალუტის) ფასთან დაკავშირებით, ამით კი ინფორმაციის გამავრცელებელი ჯგუფი სარგებლობს. მაგალითად, თაღლითთა ჯგუფი შეიძენს კომპანია X-ის აქციებს, შემდეგ კი გაავრცელებს ცრუ ინფორმაციას კომპანიის დიდი მომავლის შესახებ და ამით ბაზარზე აქციის ფასის ზრდას გამოიწვევს. როდესაც ფასი კონკრეტულ ნიშნულს მიაღწევს, თაღლითთა ჯგუფი იაფად ნაყიდ აქციებს ძვირად გაყიდის და ფინანსურად ისარგებლებს. როცა გაირკვევა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა, კომპანია X-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცემა, ეს კი მრავალ ინვესტორს აზარალებს. აღნიშნული თაღლითური სქემა ბევრ ქვეყანაში დანაშაულად მიიჩნევა და დიდ ჯარიმასაც ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *