Pyramid Scheme/Ponzi Scheme
Pyramid Scheme/Ponzi Scheme − პირამიდული სქემა/პონზის სქემა – ბიზნესმოდელი, რომლის ფარგლებშიც ხდება თანხის მოზიდვა
საბაზროზე გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზებით. სქემის მთავარი პრინციპია, რომ წევრის მიერ საკუთარი ინვესტიციის დაბრუნება და სარგებლის მიღება დამოკიდებულია პირამიდაში მის შემდეგ ჩართული წევრების რაოდენობაზე. შესაბამისად, პირამიდის წევრებს აქვთ მოტივაცია, სხვებიც დაარწმუნონ და ჩართონ სქემაში. ამგვარად, პირამიდის წევრთა რაოდენობა ექსპონენციალურად იზრდება, შედეგად კი, პირველ რიგში, პირამიდაში საწყისი ეტაპიდანვე ჩართული წევრები სარგებლობენ.