Real Interest Rate

Real Interest Rate − რეალური საპროცენტო განაკვეთი – სარგებლის განაკვეთი, რომელიც არ ითვალისწინებს ინფლაციის პრემიას და გვიჩვენებს ფულის რეალურ ღირებულებას მსესხებლისთვის და რეალურ სარგებელს გამსესხებლისა ან ინვესტორისათვის. რეალური საპროცენტო განაკვეთი გამო­ხატავს მხარეების დამოკიდებულებას დროში ფულის ღირებულებასთან მიმართებით, ანუ რამხელა უკუგების სანაცვლოდაა თანახმა გამსესხებელი, დათმოს დღევანდელი 1 ლარი 1 წლის შემდგომი თანხის სანაცვლოდ. რეალური საპროცენტო განაკვეთი გამოითვლება ნომინალური საპროცენტო განაკვეთისთვის ინფლაციის გამოკლებით:

რეალური საპროცენტო განაკვეთი=ნომინალური საპროცენტო განაკვეთი–ინფლაცია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *