Return On Net Assets

Return On Net Assets − უკუგება წმინდა აქტივებზე – ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიანიშნებს ორგანიზაციის მომგებიანობაზე, წმინდა აქტივებთან მიმართებით. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

უკუგება წმინდა აქტივებზე=წმინდა მოგება/(ძირითადი საშუალება+წმინდა საბრუნავი კაპიტალი)

კოეფიციენტი გამოიყენება იმის შესაფასებლად, რამდენად ეფექ­ტიანად იყენებს მენეჯმენტი ორგანიზაციის აქტივებს. რაც უფრო მაღალია უკუგება წმინდა აქტივებზე, მით უფრო ეფექტიანად იყენებს მენეჯმენტი აქტივებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *