Return on Revenue (ROR)
Return on Revenue (ROR) − უკუგება შემოსავალზე – ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის წმინდა მოგების პროცენტულ წილს მის მთლიან შემოსავლებში. ის გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
უკუგება შემოსავალზე=წმინდა მოგება/მთლიანი შემოსავალი
ეს მაჩვენებელი, კომპანიის უნართან ერთად, გამოიმუშაოს მოგება, განსაზღვრავს მისი შემოსავლების გენერირებასა და ხარჯების მართვას შორის დამოკიდებულებას. თუ უკუგება შემოსავლის 50%-ზე დაბალია, მაშინ კომპანიის შემოსავლის უმეტესი ნაწილი ხარჯის გადახდას ხმარდება, ხოლო თუ ის 50%-ზე მაღალია, მაშინ კომპანია ნაკლები ხარჯით ახერხებს მეტი შემოსავლის გენერირებას.