Risk-Free Rate of Return

Risk-Free Rate of Return − ურისკო უკუგების განაკვეთი – ინვესტიციის უკუგება, რომელსაც რისკი, არსებითად, არ ახლავს. ასეთ ინვესტიციას ეკონომიკური სარგებელი 100%-ით, გარანტირებულად, მოაქვს. მართალია, პრაქტიკაში აბსოლუტურად ურისკო ინვესტიცია არ არსებობს, მაგრამ ასეთად მაინც შეიძლება ჩაითვალოს ზოგიერთი მინიმალური რისკის მქონე ინვესტიცია, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების 3-თვიანი სახაზინო ობლიგაცია. რადგან იგულისხმება, რომ აშშ სახაზინო ვალდებულებებზე უარს განჭვრეტად მომავალში არ იტყვის, აღნიშნული ობლიგაციის უკუგება ურისკო უკუგებად ჩაითვლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *