Short Position
Short Position − მოკლე პოზიცია – ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც ინვესტორი ფინანსურ ქაღალდს ყიდის იმ მოლოდინით, რომ მისი ფასი მომავალში შემცირდება. მაგალითად, თუკი ინვესტორი მოელის, რომ კონკრეტული კომპანიის აქციები მომავალში გაიაფდება, იგი ამ კომპანიის აქციებს ისესხებს ბროკერისგან და გაყიდის, სანამ გაიაფდება. მომავალში კი შედარებით ნაკლებ ფასად იყიდის იმავე აქციებს და ბროკერს დაუბრუნებს, შედეგად, მიიღებს მოგებას გასაყიდ ფასებს შორის სხვაობის სახით.