Small and Mid-size Enterprise (SME)
Small and Mid-size Enterprise (SME) − მცირე და საშუალო საწარმო – ბიზნესი, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა და წლიური ბრუნვა კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ ზღვარს ქვემოთაა. მცირე და საშუალო საწარმოები, წახალისების მიზნით, მთავრობის მხრიდან ხშირად სარგებლობენ საგადასახადო და სხვა ტიპის საწარმოო შეღავათებით.