Terminal Value (TV)
Terminal Value (TV) − ტერმინალური ღირებულება – ბიზნესის, პროექტის, აქტივის, ინვესტიციის აწმყოში დისკონტირებული სამომავლო ღირებულება, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს აქტივის ფასში ცვლილების პროგნოზირებადი პერიოდის (ძირითადად, 5 წლის) ბოლოს არსებულ ღირებულებას. იგულისხმება, რომ პროგნოზირებადი წლების გასვლის შემდგომ ღირებულების ცვლილების სტაბილური ტემპი შენარჩუნდება.