Venture Capital
Venture Capital − გაბედული კაპიტალი – სტარტაპისა ან მცირე ბიზნესის დაფინანსება კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, ძირითადად, მათი შექმნის საწყის ეტაპზე. ბიზნესები გაბედულ კაპიტალს ხშირად მიმართავენ მაშინ, როცა ფულის მოზიდვა სესხებით ან სხვა ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნით არ სურთ. გაბედული კაპიტალისტები არიან შეძლებული ინვესტორები, საინვესტიციო ბანკები ან სხვა ფინანსური ინსტიტუტები. ვინაიდან გაბედული კაპიტალისტები ბიზნესებს საწყის ეტაპზე აფინანსებენ, ინვესტიცია საკმაოდ რისკიანად ითვლება, თუმცა, ბიზნესის წარმატების შემთხვევაში, დიდია ინვესტორის უკუგებაც.