Weighted Average Cost of Equity (WACE)
Weighted Average Cost of Equity (WACE) − საკუთარი კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება – კომპანიის საკუთარი კაპიტალის ღირებულება, რომელიც დათვლილია საკუთარი კაპიტალის კომპონენტების ღირებულებების შეწონვით. მაგალითად, თუ კომპანიის საკუთარი კაპიტალი შედგება სააქციო კაპიტალისგან (რომლის ღირებულებაა 15%), პრივილეგირებული აქციებისგან (რომლის ღირებულებაა 14%) და გაუნაწილებელი მოგებისგან (რომლის ღირებულებაა 13%) და ამ კომპონენტების წილი საკუთარ კაპიტალში არის 30%, 20% და 50%, საკუთარი კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება დაითვლება თითოეული ამ კომპონენტის ღირებულების შეწონვით: 15%*30%+14%*20%+13%*50%=13.8%.